Friday, January 4, 2013

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“



„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანია იყო საქართველოს პირობებში. ამდენად, უჩვეულო იყო ის ხმები, რომელიც მასთან დაკავშირებით 2008 წელს არაოფიციალურად გავრცელდა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გავლენიან თურქულ კომპანია „ეფესთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს მისთვის წილის მიყიდვის შესახებ. „ჩვენ მივესალმებით ისეთი სერიოზული კომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, როგორიც „ეფესია“ და ჯანსაღი კონკურენციის იმედი გვაქვს“, – აცხადებდნენ „კოკა კოლაში“. ეს ხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თემურ ჭყონიას ბიზნესში გარკვეული სიძნელეები შეექმნა. „კოკა-კოლას“ სავაჭრო ქსელში დეფიციტი შეიქმნა, რადგან ქარხანა სასმელს ვეღარ ასხამდა. ბიზნესწრეებში იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ამერიკის სათავო ოფისმა ქარხანას ექსტრაქტების მიწოდება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც სხვადასხვა დარღვევა გახდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა ის იყო, რომ რომ ქარხანა გაცილებით მეტ სასმელს ასხამდა, ვიდრე ოფიციალურად არეგისტრირებდა და ის ექსპორტზეც გაჰქონდა, რამაც სათავო ოფისი გააღიზიანა. „კოკა-კოლას“ ქართულ წარმომადგენლობაში ამ ხმებს დაბეჯითებით უარყოფდნენ. წყარო

Tuesday, December 18, 2012

კოკა-კოლა ზერო

coca-cola zero ან coke zero არის კოკაკოლას პროდუქტი.ის გამოირჩევა დაბალი კალორიულობით (0,75 კალორია ლიტრზე).ეს არის კოკა-კოლა ,რომელიც კაცებისთვისაა კონკრეტულად და ასახავს ასოციაციას "დიეტა" სასმელები ქალებთან ერთად. კოკა-კოლა ზეროს ზოგადი ლოგო გამოირჩევა კოკა-კოლას წიტელი ლოგოთი თეთრ მორთულობასთან ერთად,შავ ფონზე და სიტყვა "ნულოვანი" -თან ერთად .სხვადასხვა ქვეყნის გავლენით ზოგიერთი ლოგო მერყეობდა,მაგალითად: ბრიტანელებს თავდაპირველად "O" სპირალური ფორმით ჰქონდათ აღებული,ამერიკის შეერთებულ შტატებში კი წარწერა რომელიც მოტავსებულია ლოგოს ქვეშ შემცირდა სიტყვების რაოდენობით და ზომით.

უძრავი ნივთი ნომინალური ფასი

ჩვენ ვაცხადებთ,რომ 6,5-oz კოკაკოლას საწყისი ფასი 1886-დან 1959-მდე 5 C იყო.ამდენად ჩვენ გვაქვს დოკუმენტი,რომ ეს იყო ნომინალური ფასი,რომელიც გრძელდებოდა 70 წელზე მეტ ხანს.ეს ყო განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი კოკაკოლასი.ეს იყო პერიოდი რომლის დროსაც იყო არსებითი ცვლილებები მსუბუქი სასმელის ინდუსტრიაში,ასევე იქონია დიდი გავლენა ისეთმა მოვლენებმა როგორიცაა: "მეორე მსოფლიო ომი","სისი დეპრესია", "უამრავი მარეგულირებელი ინტერვენციები და სარჩელი" რამაც არსებითი ცვლილებები მოუტანა კოკაკოლას ბაზარზე.მიუხედავად ამისა კოკაკოლას ნიკელის ფასი უცვლელი დარჩა.მიგვაჩნია,რომ ეს არაჩვეულებრივად აიხსნება კომპანიასა და მის მშობელ ბოთლერის ხელშეკრულებაზე,რომელიც წაახალისებს საცალო ფასის შენარჩუნებას.ერთი მონეტა ვაჭრობის ტექნოლოგიური მანქანაა,რომელის ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია კომპანიის კორექტირების პარამეტრების შეზღუდული ფასის გამო. ამ შეზღუდულობის გამო კლიენტისერთი ფულადი მონეტა, "უხერხულობისთვის ღირებულება".ჩვენ დაგანახეთ რომ კორექტირების ხარჯების ბუნებრივი ფასი განსხვავდება სტანდარტული მენიუს ღირებულებისაგან,მათი შეფასებით კი ბრძანებითი მასშტაბები აღემატება არსებულ შეფასებას.უფრო ფართო შესაბამისობა ნიკელის კოკაკოლასი განიხილებოდა Nickel და Dim მაღაზიების კონსპექტში,რომლებიც პოპულარული იყო 1800-იან და ადრეულ 1900-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კოკა-კოლას ყველაზე დიდი მარკეტინგული ფიასკო

1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს. ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით. მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან. 1985 წელი იდგა და პეპსი სულ უფრო იკრებდა ძალას, იმავდროულად პარავდა კოკა-კოლას ბაზრის წილს, ამ უკანასკნელის გაყიდვები სულ უფრო ვარდებოდა, გემოს შედარებისას უმეტესობა მომხმარებლისა აღიარებდა რომ პეპსი უფრო მოსწონდა, რადგან მას უფრო მოტკბო და უცნაურად რბილი გემო ჰქონდა. რაღაც ცვლილება აუცილებელი იყო, ასე ფიქრობდა კოკა-კოლას იმ დროინდელი ხელმძღვანელობა. როგორც ნიუ-იორკ თაიმსი წერს, კოკა-კოლას კვლევის და განვითარების ჯგუფმა ახალი ფორმულა მიიღო დიეტური კოკა-კოლას კვლევის პროცესში, ახალი ფორმულა უფრო მოტკბო გემოსი გახლდათ, ხოლო ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო რომ მომხმარებელი ახალ ფორმულას ამჯობინებდა ძველს. გადაწყდა ახალი ფორმულის ჩაშვება და ძველის მთლიანად ამოღება ბაზრიდან, ყველაფერი საიდუმლოდ დაიგეგმა, სიახლის შესახებ არ იცოდნენ თვითონ ჩამომსხმელებმაც და კოკა-კოლას პერსონალმაც კი, დაიწყო სრული რებრენდინგი და სარეკლამო რგოლების მომზადება, მსახიობებმა, რომლებიც რეკლამებში მონაწილეობდნენ არ იცოდნენ რომ ახალ ფორმულას უწევდნენ რეკლამას და პრესკონფერენციაზე გაცხადებულ ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მათ შორის დისტრიბუტორები, მათთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი კოკა-კოლის გაყიდვების შემცირების შესახებ. ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რამოდენიმე დღეში უკმაყოფილო მომხმარებელმა კომპანიაში რეკვა დაიწყო, ისინი ითხოვდნენ ძველი ფორმულის დაბრუნებას, ბევრი ამბობდა რომ ”თითქოს ძველი მეგობარი დაკარგეს”, კოკა-კოლას სატელეფონო ხაზი დღეში ათასამდე ასეთ ზარს იღებდა, ხოლო მათი საფოსტო ყუთი გატენილი იყო უკმაყოფილო კლიენტების წერილებით, რამოდენიმე დღეში კომპანიის ხაზზე დღეში ექვსი ათასი უკმაყოფილო კლიენტი რეკავდა, ამასობაში პეპსი გამარჯვებას ზეიმობდა, თან რათქმაუნდა ცეცხლზე ნავთი დაასხა და დაიწყო PR აქცია, რომლის მთავარი მესიჯი იყო ”კოკა-კოლა მიხვდა, რომ მის სასმელს ცუდი გემო აქვს და ამიტომ ცვლის” რათქმაუნდა თან დაურთო სატელევიზიო რეკლამაც, სადაც მოხუცი კაცი ამბობდა ”მათ ჩემი კოლა მოკლეს”… და აი მას მერე, რაც 40 000 უკმაყოფილების წერილი დაუგროვდათ, ანუ 77 დღის მერე – კოკა-კოლამ დააბრუნა ძველი ფორმულა, ნიშნულით Coca-Cola Classic და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გაყიდვებმა მიაღწიეს პიკს და დაამყარეს ბოლო 12 წლის გაყიდვების რეკორდი, ხალხი ძველ ფორმულას მიესია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცხადია მას მერე ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამ საქციელით კოკა-კოლამ უბრალოდ თავი გადაირჩინა და არანაირი შეცდომა არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მმართველმა ასე უპასუხა ამ პრეტენზიას: ”ჩვენ არც ამდენად სულელები ვართ და არც ამდენად ჭკვიანები”.

ისტორია

სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო: კოკაინის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ (1892) აცა გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.