„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანია იყო საქართველოს პირობებში. ამდენად, უჩვეულო იყო ის ხმები, რომელიც მასთან დაკავშირებით 2008 წელს არაოფიციალურად გავრცელდა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გავლენიან თურქულ კომპანია „ეფესთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს მისთვის წილის მიყიდვის შესახებ. „ჩვენ მივესალმებით ისეთი სერიოზული კომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, როგორიც „ეფესია“ და ჯანსაღი კონკურენციის იმედი გვაქვს“, – აცხადებდნენ „კოკა კოლაში“. ეს ხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თემურ ჭყონიას ბიზნესში გარკვეული სიძნელეები შეექმნა. „კოკა-კოლას“ სავაჭრო ქსელში დეფიციტი შეიქმნა, რადგან ქარხანა სასმელს ვეღარ ასხამდა. ბიზნესწრეებში იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ამერიკის სათავო ოფისმა ქარხანას ექსტრაქტების მიწოდება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც სხვადასხვა დარღვევა გახდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა ის იყო, რომ რომ ქარხანა გაცილებით მეტ სასმელს ასხამდა, ვიდრე ოფიციალურად არეგისტრირებდა და ის ექსპორტზეც გაჰქონდა, რამაც სათავო ოფისი გააღიზიანა. „კოკა-კოლას“ ქართულ წარმომადგენლობაში ამ ხმებს დაბეჯითებით უარყოფდნენ. წყარო
ეს არის ბლოგი სადაც ჩანს ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ,იმაზე თუ რა გზა განვლო კოკა-კოლამ დააარსებიდან დღემდე.ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები და ფოტოები რომლებიც,თან დართული აქვს ტექსტს,რაც დაგეხმარებათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში.
Friday, January 4, 2013
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანია იყო საქართველოს პირობებში. ამდენად, უჩვეულო იყო ის ხმები, რომელიც მასთან დაკავშირებით 2008 წელს არაოფიციალურად გავრცელდა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გავლენიან თურქულ კომპანია „ეფესთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს მისთვის წილის მიყიდვის შესახებ. „ჩვენ მივესალმებით ისეთი სერიოზული კომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, როგორიც „ეფესია“ და ჯანსაღი კონკურენციის იმედი გვაქვს“, – აცხადებდნენ „კოკა კოლაში“. ეს ხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თემურ ჭყონიას ბიზნესში გარკვეული სიძნელეები შეექმნა. „კოკა-კოლას“ სავაჭრო ქსელში დეფიციტი შეიქმნა, რადგან ქარხანა სასმელს ვეღარ ასხამდა. ბიზნესწრეებში იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ამერიკის სათავო ოფისმა ქარხანას ექსტრაქტების მიწოდება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც სხვადასხვა დარღვევა გახდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა ის იყო, რომ რომ ქარხანა გაცილებით მეტ სასმელს ასხამდა, ვიდრე ოფიციალურად არეგისტრირებდა და ის ექსპორტზეც გაჰქონდა, რამაც სათავო ოფისი გააღიზიანა. „კოკა-კოლას“ ქართულ წარმომადგენლობაში ამ ხმებს დაბეჯითებით უარყოფდნენ. წყარო
Subscribe to:
Posts (Atom)